Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება:  „ქართლის ცხოვრება“

პროექტის მთავარი იდეა: ძველი ქართული საისტორიო თხზულებების შესწავლა, მასში მოიპოვონ საყურადღებო ცნობები არა მხოლოდ  საქართველოს არამედ კავკასიის სხვა ქვეყნების შესახებაც.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან ფეოდალური საქართველოს ისტორიის ძირითად წყაროს, საიდანაც მოიპოვება ეს ინფორმაცია. უძველესი ქრონიკები, არქეოლოგიური გათხრები, ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა, რა იციან ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ. (საიდან იციან, წაუკითხავთ, გაუგიათ, უნახავთ კინოფილმებში). რამდენად არიან დარწმუნებული ამ ცნობების უტყუარობაში, რატომ დაასაბუთონ თავისი აზრი.
მონაწილეთა ასაკი: 9/10.წელი.
ვადები ხანგრძლივობა: 5/6დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოახდინონ ჯგუფური აზრის გაზიარება ერთმანეთში მსჯელობა მოცემული თემის შესახებ. მიიღონ და მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წარსულზე.
შექმნან კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტორიული წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობებები):
  • კლასს ვყოფთ სამ ჯგუფად და ვაძლევთ დავალებას- ჩამოწერონ ყველაფერი, რაც საქართველოს ისტორიის შესახებ ახსოვთ. (მეფეები, ბრძოლები, გმირები).
  • ამის შემდეგ ვაჯამებ ინფორმაციას და ვატარებ შესავალ საუბარს საქართველოს ისტორიის შესწავლის შესახებ მის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული წვლილი „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში შეიტანა ივ. ჯავახიშვილმა. მის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით, “ქართლის ცხოვრების“ ძველ ნაწილში შემდეგი ნაწარმოებები შედის: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება’’ (უძველესი ხანიდან Vსაუკუნამდე), ჯუანშერის“ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“ (V-VIIIს ს) XI საუკუნის ანონიმი ავტორის „მატიანე ქართლისა“ (VIII-XI ს) ლეონტი მროველის „წამება არჩილისა“ (XI ს), XII საუკუნის ანონიმი ავტორისა“ ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“ (უძველესი ხანიდან XI საუკუნამდე), ლაშა გიორგის მატიანე, თამარის ორი უსახელო ისტორიკოსის თხზულებები: “ისტორიანი და აზმანი შარავანდთანი“, “ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისი“, XIV საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის-ჟამთაღმწერლის-თხზულება...ვარაუდობენ, რომ “ქართლის ცხოვრების’’  შედგენა დაწყებულაXII საუკუნისიI ნახევარში, შემდეგ იგი თანდათან ივსებოდაXVსაუკუნემდე. “ქართლის ცხოვრების“ უძველეს ხელნაწერად ითვლება XVსაუკუნის ე. წ. ანასეული ხელნაწერი.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
შედეგები თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეებს
  • უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის  ისტორიის უკეთ შესწავლაზე.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნონა ბერიძე.
ხემძღვანელის ელ. ფოსტა: nonaberidze2@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nonaberidze2.blogspot.com